logo_geo
eng_logo
პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე, შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს
- +

2 მარტი. 2021. 14:39

 

მიმდინარე კვირას, პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.

 

„მიმდინარე კვირას დაგეგმილ „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644679-parlamentshi-namaxvanhesis-msheneblobis-sakitxze-shesazloa-specialuri-mosmena-gaimartos

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner