logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მარტივი ჭეშმარიტებაა, საღამოს არ უნდა მეუბნებოდე, მზად ვართ საუბრისთვისო და დილით არ უნდა აწყობდე პიკეტირებას, პროვოკაციებს
- +

2 მარტი. 2021. 14:46

 

„ვისურვებდი, რომ ბევრი ისეთი საკითხი გამოინახოს, რომელზეც პოზიციას შევაჯერებთ, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ადეკვატური და შემხვედრი პოზიცია უნდა მოდიოდეს. ყოველ შემთხვევაში, იმ ჯგუფების მხრიდან მაინც, ვინც რადიკალიზაციას არ ემხრობა“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დიალოგი მხარეებს შორის კონსტრუქციულად წარიმართოს.

 

„ერთ საღამოს ვიკრიბებით და ვსაუბრობთ დიალოგზე, დილით კი, აწყობენ პიკეტს და ცდილობენ პროვოკაციას, ეს ამ პროცესს არ წაადგება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგის რესურსი იყოს, თუ შემხვედრი პოზიციაც იქნება კონსტრუქციული და არა ისეთი, რასაც დღეს ყველა ვხედავდით პროვოკაციებისა და პიკეტის სახით, რომელიც ხელს უშლის ერთი მხრივ დიალოგს, არ წაადგება დემოკრატიულ პროცესებს და ამით ცდილობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვისაუბროთ, საღამოს არ უნდა მეუბნებოდე, რომ მზად ვართ საუბრისთვის და დილით არ უნდა აწყობდე პიკეტირებას პროვოკაციებს, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

https://1tv.ge/news/anri-okhanashvili-martivi-cheshmaritebaa-saghamos-ar-unda-meubnebode-mzad-vart-saubristviso-da-dilit-ar-unda-awyobde-piketirebas-provokaciebs/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner