logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა პარლამენტთან აქციაზე: ამათ თუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის რევოლუციური სცენარის დაკვეთას აღასრულებენ, გამორიცხულია
- +

2 მარტი. 2021. 15:16

 

„ამათ თუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის რევოლუციური სცენარის დაკვეთას აღასრულებენ, გამორიცხულია - დაიღლებიან, ის თანხაც გაუთავდებათ, სადამდე უნდა იყვნენ ასე?!“- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ოპოზიციის დღევანდელ აქციას.

 

მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და კონსენსუსი შეიძლება მიღწეულ იქნას საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის ბარიერის დაწევის საკითხზე. კითხვაზე, თუ ვისთან შეიძლება კონსენსუსის მიღწევა, ზარქუა პასუხობს, რომ იმ ნაწილთან, ვინც გაემიჯნა დღევანდელ აქციას.

 

„მიმიხვდით ხომ, ვის ვგულისხმობ - თუ არ ვცდები, „ლელო“ გაემიჯნა და სწორი პასუხისმგებლობაა ეს, „გირჩი“ გაემიჯნა, თუ არ ვცდები, სხვა პარტიებიც“, - აცხადებს ზარქუა.

 

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზარქუა ამბობს, რომ ბარიერის დაწევის ინტერესი პატარა პარტიებს აქვთ.

 

„პატარა პარტიების ინტერესებია პირდაპირ რომ ვთქვათ, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია, რომ 5 - პროცენტიანი დარჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. თუმცა, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა რევოლუციური სცენარი. ჩვენ ველოდებით ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ხვალინდელი დღე არა რევოლუციურ სცენარზე, არამედ დიალოგზე და შეჯერებულ ვარიანტზე გადის“, - აცხადებს ზარქუა.

 

ამასთან, ზარქუა აღნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია და ამაზე გუნდში განსხვავებული აზრი არავის აქვს. ზარქუა დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს და ოპოზიციის ნაწილთან კონსენსუსს მიაღწევენ.

 

„დიალოგს რომ ალტერნატივა არ აქვს, ყველანი დეკლარირებულად ვამბობთ და ამბობდნენ და როგორც კი ის კაცი წავიდა, ლანძღვა - გინებაზე და შეტევაზე გადმოვიდნენ. ეს არის მათი ხელწერა. ყველას არ ვგულისხმობ ბუნებრივია, იქ გაემიჯნენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები და მადლობა მათ ამ სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. იმ მცირე ნაწილს, რომელიც გაკოტრებულია, მათ შორის, თავისივე ამომრჩევლის თვალში, დასახული აქვთ რევოლუციური სცენარი, პიკეტირება, ქაოსი, გადაკეტვა, ძახილი, ამათ თუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის დაკვეთას აღასრულებენ რევოლუციური სცენარის, გამორიცხულია, დაიღლებიან, ის თანხაც გაუთავდებათ, სადამდე უნდა იყვნენ ასე. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მზად ვართ დიალოგისთვის და შეთავაზება, რომ საარჩევნო კოდექსი დავხვეწოთ, ძალაშია. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, დარწმუნებული ვართ, ოპოზიციის ის ნაწილი მაინც, ვინც სახელმწიფოებრივად ფიქრობს, მობრძანდება, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და კონსენსუსს მივაღწევთ, კონსენსუსი შეიძლება იყოს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, ბარიერთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზარქუამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner