logo_geo
eng_logo
ფრიდონ ინჯია: ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება
- +

2 მარტი. 2021. 15:53

 

„ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება“, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება რომ თავის ადგილზე იყოს, ასეთი არეულობა არ მოხდებოდა.

 

„ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება. ძირითადად, პიკეტირებაზე არის 200 კაცი, რომელიც ამას გენერირებს. შეურაცხყოფის მიყენებისთვის, გინებისთვის იჭერენ, სასამართლოში წაიყვანენ და 2 000 ლარი არის ჯარიმა, გამობრუნდება და ისევ აქციაზე დგას. ალბათ, ჯარიმები მართულია და არ იხდიან.

 

დიალოგი სადღეგრძელოების დონეზე იყო, ალტერნატივა არ აქვსო. ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც მათ უნდათ, რიგგარეშე არჩევნები, არ მგონია, რომ ხალხს უნდოდეს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/189565/pridon-injia-opozitsias-dialogi-ar-ainteresebs-dzalis-gamokenebita-da-qveknis-areulobit-unda-khelisuplebis-gadabareba

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner