logo_geo
eng_logo
ილია ვერძაძე: არის ნიშნები, რომ ოპოზიციის ნაწილს საერთოდ არ უნდა შეთანხმება შედგეს
- +

2 მარტი. 2021. 19:39

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ილია ვერძაძის განცხადებით, ოპოზიცია ეცდება კვლავ დესტრუქციულად იმოქმედოს და შედეგი ოპოზიციას გადააბრალოს.

 

„სამწუხაროდ, ოპოზიციას არ შეუძლია არააგრესიული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. ოპონენტების პოლიტიკა ეფუძნება სიცრუეს, რითაც ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ როგორც საზოგადოება, ასევე ევროკავშირი.

 

ასე არ იქცევიან, როცა მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, რადიკალიზმი გამოწვეულია იმით, რომ მათი სიცრუე მიზანს ვერ აღწევს. მათ სტილს თუ გავითვალსწინებთ, ახლა ეცდებიან ისევ დესტრუქციულად იმოქმედონ და შედეგი ხელისუფლებას გადააბრალონ“,- განაცხადა ვერძაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner