logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დღემდე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაბიჯს, ან წინადადებას ოპოზიციის მხრიდან, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულად
- +

2 მარტი. 2021. 20:12

 

„დღემდე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაბიჯს ან წინადადებას ოპოზიციის მხრიდან, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულად და კომპრომისულ სვლად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ, დადგეს, შეთანხმდნენ, მოდით გარეთ გავიდეთ გახარებული სახეებითო.

ჩვენ უნდა გაგვიხარდეს ყველას ერთად, როცა შეთანხმებას მივაღწევთ და ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის. რას დადგამენ საღამოს სპექტაკლს - „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთი ადამიანი, პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ყველა ეთერში ვერ იქნებოდა და ჩვენ ბევრნი ვართ, მოდით ყველაფერს მოვედოთ და რაღაც მოვატყუოთ ხალხს, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.

შეთანხმებისკენ სწრაფვაა, ამ შემთხვევაში, სწორი დამოკიდებულება.

 

დღემდე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაბიჯს ან წინადადებას მათი მხრიდან, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულად და კომპრომისულ სვლად.

მათ მოუწევთ უკვე ამის გაკეთება, კარგი ამ ყველაფერში მოხდა ის, რომ ისინი ხვდებიან, რომ მათ უწევთ კომპრომისულ ნაბიჯზე, ერთზე მაინც, წამოვიდნენ და შემდეგ უკვე გადაკვეთის წერტილები შედარებით ადვილი საპოვნელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner