logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი წითელი ხაზი გადის სიმართლეზე
- +

2 მარტი. 2021. 22:06

 

„ჩვენი ოპონენტები საუბრობენ წითელ ხაზებზე, ოღონდ ულტიმატუმებით. ანუ აქაც არ არიან გულწრფელები, როდესაც სხვას აკრიტიკებენ, თავად კი ულტიმატუმებს აყენებენ“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„მთავარი საკითხი არის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა წითელი ხაზი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი წითელი ხაზი გადის სიმართლეზე.

კერძოდ, რიგგარეშე არჩევნები მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის არჩევნებზე იყო იმგვარი ხარვეზი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგზე.

 

არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შედეგზე 1-პროცენტიანი გავლენა მაინც თუ მოახდინა.

ეს თუ რამენაირად დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევენებისთვის.  პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი,  ოპოზიციას აქ აქვს გადამწყვეტი როლი. ოპოზიციას აქვს გამომძიებლის და ყველანაირი ფუნქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს საგამოძიებო კომისიას. შეუძლიათ, საკუთარი 11 ათასი წევრი კომისიაში დაიბარონ და თავად ჰკითხონ, რატომ მოაწერეს ხელი იმ ოქმებს, თუ ახლა ამბობენ, რომ ეს ოქმები არის გადადღაბნილი. საკუთარი წევრებისგან თავად მოისმინონ, იყო თუ არა რამე ხარვეზი ოქმებში. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მიდგომა არის ძალიან მარტივი, ჩვენ ვერ გავყვებით ტყუილში, მაგრამ ვთავაზობთ, რომ გამოგვყნენ სიმართლის პოვნაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner