logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის აქციის მონაწილეთა ქმედებები, რაც გამოიხატება სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაში, პოლიტიკურ პროცესებს აზიანებს
- +

3 მარტი. 2021. 01:30

 

„არ შეიძლება, სამართლებრივი ნორმების აღსრულებას რამენაირად ეღობებოდეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ასეთი რამ დაუშვებელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ნამდვილად არავისთვის, მათ შორის არც ერთი პოლიციელისთვის, ხელისუფლებისთვის არ არის სასიამოვნო ის პროცესი, რასაც ჰქვია ვინმეს დაკავება. თუმცა, რასაკვირველია, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყველა შემთხვევაში ვალდებულია, მიიღოს ზომები ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის დაცვისთვის, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

 

თუ საქმე მიდგა იმაზე, ეს აზიანებს, თუ არა პოლიტიკურ პროცესს, რასაკვირველია, ქმედებები, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის, აქციის მონაწილეთა მხრიდან, რაც გამოიხატება სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაში, აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის იმ რეაგირების ჩათვლით, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო და გარდაუვალია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე.

თუ პრეზიდენტს ექნება მოსაზრებები რომელიმე მოვლენასთან, რომელიმე ინსტიტუციასთან დაკავშირებით, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება შეფერხება, პირდაპირ გამოთქვას ეს მოსაზრებები, არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში მის განცხადებებში ქვეტექსტები იყოს საძებნი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner