logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია, თუ საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის
- +

3 მარტი. 2021. 12:33

 

„ქართულ ოცნებაში" მიესალმებიან ოპოზიციის გადაწყვეტილებას, პროტესტის შედარებით ფრთხილი ფორმების არჩევის შესახებ. თუმცა, უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი იხსენებს 2 მარტს, ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას და აცხადებს, რომ კონსტრუქციულ დიალოგზე შეთანხმების შემდეგ ასეთი ნაბიჯი, მინიმუმ, არასერიოზულობაზე მიანიშნებს.

 

„რამდენიმე საათით ადრე როცა საუბრობ კონსტრუქციულ დიალოგზე და რამდენიმე საათში კანონდარღვევაზე მიდიხარ, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. სხვა მხრივ, მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ალუდა ღუდუშაური იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და უარს იტყვიან დესტრუქციულ ქმედებებზე.

 

„არ შეიძლება დღეს, ამ მოცემულობაში, საქართველოში რაიმეს მიღწევა და მით უმეტეს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყოს ქუჩის აქციებით, პროტესტით, პიკეტირებითა და დესტრუქციით. თუ რაიმეს მიღწევა უნდათ, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც ყველამ იხილა, რაოდენ დიდი მნიშვნელობის იყო და იმედით ვუყურებთ, რომ საბოლოოდ, საღი აზრი გაიმარჯვებს იქაც, უარს იტყვიან დესტრუქციულ ქმედებებზე და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან,"- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

 

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები უარს ამბობენ შენობების პიკეტირებაზე და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო რეჟიმზე გადადიან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner