logo_geo
eng_logo
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებით, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 საარჩევნო უბანი
- +

3 მარტი. 2021. 12:44

 

იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 საარჩევნო უბანი. აღნიშნულ სიახლეს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა.

 

პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილებად გაიწერება შემდეგი ვალდებულება: კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების კომისიებიდან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები.

 

აღნიშნული, წარმოშობს ვალდებულებას გადათვლილ იქნეს უბნების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%. სავალდებულო 10%-ის გადათვლასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი ხდება, განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner