logo_geo
eng_logo
გიორგი ჯანჯღავა: დავით ზალკალიანის თურქეთში ვიზიტისას განიხილება, როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები
- +

3 მარტი. 2021. 12:57

 

„უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იმართება. ეს არის დავითის პირველი ოფიციალური ვიზიტი ვიცე-პრემიერის რანგში. განიხილება მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები“, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

 

„მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რომ „კოვიდიდან“, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი დაპაუზებული ურთიერთობა განახლდება და მიეცემა ახალი იმპულსი სხვადასხვა  მიმართულებით, ენერგეტიკა იქნება, ვაჭრობა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სოფლის მეურნეობის თუ სხვა მიმართულებებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისა, გაიმართება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი მოინახულებს ჩვენს საელჩოს ანკარაში და აღვნიშნავთ საელჩოს დიპლომატიური მისიის 100 წლის იუბილეს“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner