logo_geo
eng_logo
საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4-დან 3 პროცენტამდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5 პროცენტიანი ბარიერი იმოქმედებს
- +

3 მარტი. 2021. 15:14

 

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

 

პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.

 

ამასთან, ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო შემადგენლობა განისაზღვრება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.

 

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner