logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საერთო ხედვის წერტილები უნდა ვიპოვოთ
- +

3 მარტი. 2021. 20:16

 

„მათი მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, ამბობდნენ, თითქოს, სურდათ მოლაპარაკება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ეს ყველაფერი არათანმიმდევრული იყო. საერთო ხედვის წერტილები უნდა ვიპოვოთ. მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა. აქციების შეწყვეტასთან თუ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დიალოგის უალტერნატივობასთან მიმართებაში კავშირი არ აქვს, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner