logo_geo
eng_logo
ჯორჯ კენტი: არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ
- +

3 მარტი. 2021. 21:24

 

„არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე განაცხადა.

 

„ვაშინგტონი საქართველოს მეგობრებითაა სავსე.

ვაშინგტონში საქართველოს ოპონენტები არ არიან. ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებით გამოეხმაურნენ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოში ძალიან აქტიური ელჩი გვყავს. საქართველოს პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ საერთო წესებზე. მნიშვნელოვანია დიალოგისკენ დაბრუნება.

შექმნილი ვითარება გამოწვეწვაა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის. საჭიროა დიალოგში ჩართვა და ვითარების განმუხტვა. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ და წარმატებულ საქართველოს.

ქართველებს უნდა დავეხმაროთ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ დემოკრატიულ ნორმებზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, ჩვენი მხარდაჭერითა და წაქეზებით“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner