ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება.
”დღეს, ბატონი ჯ. პავილიონისის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი დაზიანებულია.
ყველა მედიატორმა უნდა მოიტანოს სარგებელი და არა ზიანი. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა. ჩვენ ერთმანეთს ლიეტუვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. მზად ვართ ნებისმიერ დროს წავიდეთ საქართველოში“, -განაცხადა პრეზიდენტმა.