logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, ოპოზიციას საბოტაჟისა და პროვოკაციების გზა აქვს არჩეული
- +

3 მარტი. 2021. 23:49

 

 

„საქართველო მიისწრაფის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სოლიდური და შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა დემოკრატიზაციის კუთხით წინა ათწლეულებთან შედარებით“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ტლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე.

 

მისივე თქმით, 2020 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ბევრი მოქალაქე პანდემიის მიუხედავად საარჩევნო უბნებზე მივიდა და მათ ხმა მისცეს თავიანთ წარმომადგენლებს.

 

„მათ ხმა ამბოხისთვის არ მიუციათ. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მანდატი მიიღო. პარლამენტში მოხვდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბევრი პოლიტიკური პარტია.

ოპოზიცია კი არ ცნობს არჩევნების შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა.

მათ არ წარმოუდგენიათ არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები, თუმცა უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70% მომხრეა მათი პარლამენტში შესვლის.

 

ნაცვლად ამისა, ოპოზიციას არჩეული აქვს საბოტაჟისა და პროვოკაციების გზა. შარლ მიშელის ვიზიტი შექმნილი ვითარების ფონზე იყო ძალზედ მნიშვნელოვანი.

მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიალოგი, არამედ ოპოზიციის ჩართულობაც პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner