„პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - წერს მაიკლ კარპენტერი.