logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე - ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ
- +

4 მარტი. 2021. 02:25

 

 

„ის, რაც მოხდა პიკეტირების კუთხით, იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ.

ძალიან კარგია, რომ მათ გადაიფიქრეს ასეთი ტიპის ღონისძიებები და პროტესტის ასეთი სახით გამოხატვა. ვურჩევდი, რომ მომავალში ასე გააგრძელონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება დიალოგს, ამ დიალოგისთვის ჩვენ გახსნილები ვართ, მათ შორის დაწყებული გვაქვს ერთი ფორმატი, ეს იყო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც მათ მონაწილეობის მიღება და იმ დიალოგის ბოლომდე მიყვანა შეეძლოთ, რაც შეეხებოდა საარჩევნო სისტემას.

 

მეორე ფორმატი – ეს არის საგამოძიებო კომისია, სადაც მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ და ისინი იყვნენ წამყვანები ამ კომისიაში, რათა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით თუკი რაიმე ეჭვი აქვთ, თავად გამოიკვლიონ.

 

ჩვენ სხვა ნებისმიერი ფორმატისთვისაც ვართ მზად. ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს.

აქედან გამომდინარე, მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე და მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის.

საქმე იმაშია, რომ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენს პოზიციებში, რომ ჩვენ წარმომადგენლობა აქ რაოდენობით არ განისაზღვრება, არამედ არგუმენტით და ჩვენს არგუმენტს ერთი ადამიანი წარმოადგენს, ორი თუ სამი, მნიშვნელობა არ აქვს. ის არის მართალი არგუმენტი და ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner