logo_geo
eng_logo
ჩეხეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
- +

4 მარტი. 2021. 10:16

 

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ მილოცვაში ჩეხეთის პრემიერი ხაზს უსვამს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს და ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

 

„თქვენო აღმატებულებავ! გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება საერთო ინტერესების ყველა სფეროში. გიდასტურებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მილოცვაში, რომლის ტექსტსაც საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner