logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური სურათი იქმნება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები იყოს თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან
- +

4 მარტი. 2021. 10:47

 

ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა. ერთდღიანი ვიზიტის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა. ვიცე-პრეზიდენტმა დავით ზალკალიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა და პრემიერ-მინისტრი თურქეთში დაპატიჟა.

 

ვიზიტის შეჯამებისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ანკარა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში გაძლიერდება.

 

„აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური სურათი იქმნება. ფაქტია, რომ იზრდება რუსეთის წვდომა რეგიონზე დ რუსეთის ყოფნა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები იყოს თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ თურქეთს განვიხილავთ სტრატეგიულ პარტნიორად. ასევე აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. გვაქვს ჩამოყალიბებული უკვე კარგად ფუნქციონირებად ფორმატები თავისი შესაბამისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის პროექტებით, რომლებმაც უკვე დაანახა მთელს მსოფლიოს არსებობის მნიშვნელობა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/189813/davit-zalkaliani-absoluturad-akhali-geopolitikuri-surati-iqmneba-mnishvnelovania-rom-chveni-pozitsiebi-ikos-tankhvedrashi-chvens-strategiul-partniorebtan

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner