logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თანახმა ვართ 2024 წლისთვის ბარიერის სამ პროცენტამდე ჩამოწევაზე, ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებულია, თუ პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს
- +

4 მარტი. 2021. 10:55

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა პროექტი დაიხვეწოს.

 

„დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ. ცვლილებებთან მიმართებაში ხელის აქნევის ხასიათის კომენტარებია, სადაც ცალკეულ საკითხებზე არ საუბრობენ. თქვან ცალკეული საკითხები, რომელზეც სხვა მოსაზრებები აქვთ, არ ეთანხმებიან, ან რაიმე შემოთავაზება აქვთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

რაც შეეხება 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხს, მისი განმარტებით, მმართველი გუნდი თანახმაა ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევაზე.

 

„რაც შეეხება ბარიერის საკითხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე. ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუ შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში. რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

 

https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-tanakhma-vart-2024-wlistvis-barieris-sam-procentamde-chamowevaze-chveni-mkhardachera-garantirebulia-tu-parlamentshi-shesabamisi-raodenobis-deputati-ganakhorcielebs-tavis-mandats/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner