logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს სთხოვა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას პირადად შეხვდნენ
- +

4 მარტი. 2021. 11:56

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

 

მან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

 

„მინდა, გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. ვფიქრობ, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა, ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ და დაიწყეთ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე, შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner