logo_geo
eng_logo
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში: საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა
- +

6 მარტი. 2021. 11:06

 

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაციის წინასწარი დასკვნის მსგავსად, აღნიშნულია, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

 

ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, მიუხედავად, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტიანად იმართებოდა.

 

რაც შეეხება შენიშვნებს, ეუთო/ოდირში აღნიშნავენ, რომ „საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით გავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობასთან შესახებ, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზოგადმა სისტემამ, მათ შორის ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მაღალმა ზღვარმა, მცირე და ახალი პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა“.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა ანგარიშის თანახმად, „არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯებია საჭირო“.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი და პლურალისტული იყო, თუმცა ნაკლებად ფიქსირდებოდა ანალიტიკური სახის გადაცემები და სტატიები, რამაც ხელი შეუშალა ამომრჩევლების მიერ სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა.

 

„საარჩევნო ბარიერის 1%-მდე შემცირებამ საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობა გაზარდა პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ახალი პარტიის გამოჩენით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190199/eutoodiris-saboloo-angarishi-saqartveloshi-31-oqtombris-saparlamento-archevnebi-konkurentul-garemoshi-da-zogadad-dziritadi-tavisuplebebis-datsvit-chatarda

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner