logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის დღევანდელმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ პირობებში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა
- +

6 მარტი. 2021. 15:22

 

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი სიცრუეს და საბოლოოდ დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები ერქვა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის სპექტაკლები, რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ დადგა და რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს ზიანი. საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად დაინახა. სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან. ეუთო/ოდირის დღევანდელმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში კონკურენტულ პირობებში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა არჩევნები“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად რეკომენდაციებზეც არის საუბარი, რომელთა მიზანიც საქართველოს საარჩევნო სისტემის ეუთოსა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა სახელდება. ოდირი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში საქართველოს ხელისუფლებას დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190268/mamuka-mdinaradze-eutoodiris-dgevandelma-daskvnam-kidev-ertkhel-tskhadko-rom-saqartveloshi-archevnebi-konkurentul-pirobebshi-da-dziritadi-tavisuplebebis-datsvit-shedga

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner