logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან რაიმე კონკრეტული, კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოებული წინადადებაც კი არ მოგვისმენია
- +

6 მარტი. 2021. 16:25

 

„ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული, პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ,  ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ერთი კომპრომისი მაინც წარადგინონ.

 

„ცოტა გაიწელა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული, კონსტრუქციული, პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს გაიმართება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ, რათა მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნების, რჩევების, მედიატორების, მათ შორის რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

https://1tv.ge/news/mamuka-mdinaradze-opoziciis-mkhridan-raime-konkretuli-konstruqciuli-an-kompromistan-miakhloebuli-winadadebac-ki-ar-mogvismenia/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner