logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: მზად ვართ კომპრომისებისთვის, მაგრამ მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია
- +

8 მარტი. 2021. 13:24

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა კომპრომისებისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს.

 

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია.

 

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, გვაქვს მყარი პოზიციები, კომპრომისული დამოკიდებულებაც ყოველთვის გვქონდა, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავლახავთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. უნდა არსებობდეს მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ ეს მიზეზი არ არსებობს, მაშინ ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია“, - აცხადებს ყაველაშვილი.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დესტრუქციული ნაბიჯებით მოლაპარაკებების პროცესს თავად ოპოზიცია აფერხებს.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190465/mikheil-kavelashvili-mzad-vart-kompromisebistvis-magram-moqalaqeebis-archevanis-shetsvla-sheudzlebelia

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner