logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა
- +

8 მარტი. 2021. 14:32

 

„საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ყაველაშვილმა საუბრისას გაკვირვება გამოხატა მამუკა ხაზარაძის განცხადების გამო, რომ იგი დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

„ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ, ჩანაწერები ქვეყნდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია და ახლა აქცენტს ჩანაწერებზე აკეთებს.

 

„რა გამოძიება?! სისულელეა. რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? ამათ როგორ უნდა დავუჯეროთ? ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან არ ვიცი - მოკლული, შევიწროებული ჩვენი ხელისუფლების დროს. გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომლითაც უნდათ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ყაველაშვილი.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190479/mikheil-kavelashvili-sazogadoebas-nu-gaakhseneben-rats-davitskebuli-iko-amomitivtivda-kvela-is-sazizgroba-rats-natsionaluri-modzraobis-mmartvelobis-dros-khdeboda

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner