logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: დღეს ოპოზიცია ხავსს ეჭიდება და ცდილობს, ეუთო/ოდირის დასკვნა 2020 წლის არჩევნებზე, ფარული ჩანაწერებით გადაფაროს
- +

8 მარტი. 2021. 18:58

 

„ხელისუფლებაში მოსვლის ერთად-ერთი გზაა არჩევნები, 2020 წლის არჩევნები, რომ მაღალ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა. საზოგადოება დაიღალა ფსიქოლოგიური ზეწოლით, რომელსაც ოპოზიციის სატელიტი მედია ამ საკითხის გადასაფარად ახორციელებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის ეთერში“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ხავსს ეჭიდება და ცდილობს ეუთო/ოდირის დასკვნა ფარული ჩანაწერებით გადაფაროს.

 

„არ შეიძლება ოპოზიცია ლაპარაკობდეს პასუხისმგებლობაზე, სურდეს ხელისუფლებაში მოსვლა და დგამდეს ისეთ ნაბიჯებს რაც სახეზეა. კერძოდ სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირი შტურმი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

მისი თქმით, ფარული ჩანაწერები, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს.

 

„ეს ფარული ჩანაწერები პირველ რიგში არის ფალსიფიცირებული. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნისას უსმენდნენ ერთი მხრივ „ქართუ“ ფონდის დირექტორს, ფიზიკურ პირს და მეორე მხრივ არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. ოპოზიციამ როცა დაინახა, რომ აბსოლუტურად ხელმოცარულ მდგომარეობაშია, ფარული ჩანაწერები გაავრცელა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190523/aluda-gudushauri-dges-opozitsia-khavss-echideba-da-tsdilobs-eutoodiris-daskvna-2020-tslis-archevnebze-paruli-chanatserebit-gadaparos

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner