logo_geo
eng_logo
იაგო ხვიჩია: ის, რაც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს, ასეთი კონცერტების დადგმა მიუღებელია
- +

1 აპრილი. 2021. 13:45

 

 

იაგო ხვიჩია გუშინ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა. „გირჩის“ წევრისთვის ღამით თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები მიუღებელია.

 

„საქართველოში ბევრი ადამიანი დადის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, მის კონსტიტუციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვს. ასეთი ადამიანები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ჩემი აზრით, ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოზნერი კარგი კაცია, საქართველოზე გული შესტკივა და ა.შ. უბრალოდ, ასეთი ქცევა საპასუხოდ იმისა, რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს და იმ კონცერტების დადგმა ჩემთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდა არაპოპულარულად მოგეჩვენოთ ეს ნალაპარაკევი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner