logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილური კონსტიტუცია
- +

1 აპრილი. 2021. 14:19

 

 

„ჩვენ ვთქვით, რომ ღიად ვტოვებთ პარლამენტის კარს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის, თუ მათ აქვთ ინტერესი, რომ ბარიერი შემცირდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს შესაძლებლობა არის შექმნილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„საკონსტიტუციო ცვლილებას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმი. შესაბამისად, 113 ადამიანის გარეშე ამ ცვლილების მიღება არის შეუძლებელი. ჩვენი მხრიდან ამ ინიციატივის დარეგისტრირება გახლავთ იმ პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური ნების დემონსტრირება, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც. შესაბამისად, ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ღიად ვტოვებთ პარლამენტის კარს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის, თუ მათ აქვთ ინტერესი, რომ ბარიერი შემცირდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს შესაძლებლობა არის შექმნილი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, ცვლილება არ ეხება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტს.

 

„აქ ჩვენი პოზიცია რჩება იგივე, რომ კონსტიტუცია არ უნდა შეიცვალოს და ხშირი საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ეს ხდებოდა წარსულში, ჩვენთვის არ არის მისაღები. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილური კონსტიტუცია. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner