logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საზოგადოება თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი ტურისტი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, კი ბატონო, ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედოთ
- +

1 აპრილი. 2021. 17:08

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, რა პოზიცია აქვს რუს ტურისტებთან დაკავშირებით და იმის მიხედვით იმოქმედოს.

 

„ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა პოზიცია გვაქვს როგორც რუსი ტურისტების, ასევე ზოგადად რუსეთის მიმართ. ასეთი შემთხვევები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. მოგეხსენებათ, საქართველოში პანდემიამდე მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოდიოდა და ყველას იმის კითხვას ვერ დავუწყებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რა პოზიციაზე არიან. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ მთავარ პირობაზე, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.  საზოგადოება თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და კი ბატონო, ამ გადაწყვეტილების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. იმაზე თუ შევთანხმდებით, რომ ჩვენთვის საჭიროა რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ, მაშინ ცალკეული ადამიანების გამოყოფა არ შეიძლება და ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, ამ ადამიანს დარღვეული აქვს თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი. ეს არის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. როცა შევთანხმდებით, კითხვები მოიხსნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner