logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მთელი აქტივი დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული
- +

1 აპრილი. 2021. 17:09

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებასა და პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული.

 

გიორგი ვოლსკი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„მხოლოდ რუსეთის სათათბიროს სპიკერის განცხადება არ არის, განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე კრემლის წარმომადგენლებმა, მთავრობამ. უშველებელი აჟიოტაჟი ატეხეს იმის გარშემო, რომ საქართველოში რუსი ტურისტის გარდა ტურისტებისთვის საშიში გარემოა, ექსტრემისტულ ჯგუფებს უპირატესობა აქვთ აღებული და ისინი მართავენ პროცესებს საქართველოში. ქმედება და ამ ქმედებაზე რეაგირება იმდენად შეხმატკბილებულია, გვაფიქრებინებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი ეკონომიკური მდგომარეობის, დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული.

 

მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ამ საზოგადოებაში, ვინც პროტესტს გამოთქვამდა, არსებობს ის ნაწილიც, ვისთვისაც მიუღებელია მაგალითად, დავითგარეჯის გასხვისებაზე ჩვეულებრივი განცხადებების კეთება ამ აქციების ორგანიზატორების მხრიდან. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც შეეხება ომის წინა პერიოდს ან ომის შემდეგ გადაგმულ ნაბიჯებს, ხელმოწერას მოღალტეობრივ დოკუმენტებზე. სამწუხაროდ, ეს ბალანსი არ ჩანს, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაციის მიზნით და საქართვლოს დასაზიანებლად გადაგმული ნაბიჯები, ვითომ და პატრიოტული მოტივებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner