logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ასეთი ტიპის პროტესტს მყისიერად იყენებს რუსეთი, თითქოს ეს ყველაფერი უნისონში კეთდება
- +

1 აპრილი. 2021. 19:05

 

 

„ასეთი ტიპის პროტესტს მყისიერად იყენებს რუსეთი, თითქოს ეს ყველაფერი უნისონში კეთდება. უკვე მოვისმინეთ რუსეთის სათათბიროს სპიკერის განცხადება, რომ საქართველო არაა უსაფრთხო რუსი ტურისტებისათვის,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, როდესაც მესაზღვრე იღებს გადაწყვეტილების პიროვნების შემოშვება/არშემოშვებაზე, მას აქვს ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლითაც ის ამოწმებს, მაგალითად, დარღვეული აქვს თუ არა ვიზიტორს რომელიმე კანონი. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია მესაზღვრის იმის განსაზღვრა, რომელიმე ვიზიტორს პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია ხომ არ აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

 

„ოპოზიციის ბრალდება მიმართულია საკითხის გამწვავებისა და პოლიტიზებისკენ. გარკვეული ჯგუფი ამ პროტესტს მიზანმიმართულად იყენებს ესკალაციისთვის, არადა, ამ ჯგუფს არასდროს ჰქონია პრეტენზიები საკუთარი პოლიტიკური ლიდერებთან, როდესაც ისინი რუსეთიდან ჩამოსულ, პოზნერზე მეტად პოპულარულ ადამიანებს მასპინძლობდნენ. მათ არ აქვთ პროტესტი არც იმ ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც სტუმრობდნენ რუსეთს და დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ. ასეთი ტიპის პროტესტს მყისიერად იყენებს რუსეთი, თითქოს ეს ყველაფერი უნისონში კეთდება. უკვე მოვისმინეთ რუსეთის სათათბიროს სპიკერის განცხადება, რომ საქართველო არაა უსაფრთხო რუსი ტურისტებისათვის. მოახლოებული ტურისტული სეზონისათვის რუსეთი ამ გზავნილის გამოყენებას შეეცდება, რაც არ იქნება სახარბიელო ჩვენი ეკონომიკისათვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner