logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო, მერობის კანდიდატებზე ჯერ არ გვიმსჯელია
- +

2 აპრილი. 2021. 22:26

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტიამ  წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო. მისივე თქმით, მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელიათ.

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიამ დაიწყო საარჩევნო კამპანიისთვის მზადება, რა თქმა უნდა, ოფიციალურ დაწყებას თავისი ვადები აქვს. მერობის კანდიდატებზე ჯერ მსჯელობა არ დაწყებულა, ჯერ დაიწყო დაგეგმარება, როგორ უნდა გაიშალოს პარტია რეგიონებში და დაიწყოს წინასაარჩევნო სამზადისი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner