logo_geo
eng_logo
მიხაელ გალერი: მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გვერდზე გადგეს
- +

3 აპრილი. 2021. 10:14

 

 

ევროპარლამენტარი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი მიხაელ გალერი აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანამ წაიწიოს წინ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ევროპარლამენტი არ დგება არცერთი პარტიის მხარეს და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებზე, გადაწყვეტის გზების მოძიებაზე, პოლიტიზებული მართლმსაჯულების თემაზე, ეს არის ის თემები, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია ორივე მხრიდან. პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მმართველმა პარტიამ და მათ ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გვერდზე უნდა გადგეს და არაფერი მოიმოქმედოს. მმართველი პარტია თუ მოაწერს ხელს დოკუმენტს, ეს რაღაც ზეწოლას მოახდენს ოპოზიციაზე. ისინი ფიქრობენ, რომ არიან სამიზნეები, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც მოაწერენ ხელს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს, ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯს წინ. ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანამ წაიწიოს წინ და მათ ერთად უნდა იზრუნონ საქართველოს მოქალაქეებზე. თითოეულ პარტიას უნდა, რომ ყველაფერი მიიღოს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არ ხდება და ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე“, - განაცხადა გალერმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner