logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რაც ილაპარაკა ევროპარლამენტმა, ქალბატონმა კრამონმა, ეს არის ინდიკატორი შეფასებისა, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს და რას წარმოადგენს რეალობა
- +

3 აპრილი. 2021. 18:25

 

 

„კრამონმა რაც ილაპარაკა, ეს არის შეფასების ინდიკატორი, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს, გულუბრყვილობა დარჩა წარსულში, ეს არ არის საქართველოში ჩაკეტილი პრობლემა, ეს პრობლემა ეხება რეგიონს“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

 

ამასთან, გიორგი ვოლსკის თქმით, ფორმატი არ ითვალისწინებდა ცალმხრივად ხელმოწერას დოკუმენტზე.

 

„ჩვენ ვთქვით, რომ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ულტიმატუმის გარდა, მზად ვართ, ვიმსჯელოთ. ძალიან ახლოს ვართ იმ ფორმულირებებთან, რაც არის შემოთავაზებული, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. ეს ფორმულირებები დაფუძნებულია რეალობაზე, ანალიზზე, სამართალზე, რაც აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა ყველა მხარისთვის. არ გაგრძელდა ამაზე ლაპარაკი, ვინაიდან ულტიმატუმმა გადააჭარბა ყველანაირ პოლიტიკური გონიერებას. ულტიმატუმი იყო, დღესვე გათავისუფლდეს მელია, დღესვე გათავისუფლდეს რურუა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

 

რაც ილაპარაკა ევროპარლამენტმა, ქალბატონმა კრამონმა, ეს არის ინდიკატორი შეფასებისა, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს და რას წარმოადგენს რეალობა. გულუბრყვილობა დარჩა წარსულში, შეაფასეს ვითარება, ეს არ არის საქართველოში ჩაკეტილი პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც ეხება რეგიონს; ეს არის პრობლემა, რომელსაც კონკრეტული სახელმწიფო ქმნის რეგიონში იმისთვის, რომ უპირატესობა მოიპოვეს იმ ბრძოლაში, მსოფლიო დაპირისპირებაში, რაც დღეს მიმდინარეობს.

 

უფრო ფართოდ შეაფასეს ევროპარლამენტარებმა ვითარება, უფრო სიღრმისეულად ჩაწვდნენ პრობლემებს, ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება, რა განცხადებაც გააკეთა ქალბატონმა კრამონმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner