logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციაში ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა მანდატების შეწყვეტა და შემდეგ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება
- +

5 აპრილი. 2021. 17:26

 

 

„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რომ მოგვმართავენ, როგორც კი, შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნებს აყოლებენ, არ შეწყვიტოთ, ეს იქნება დემოკრატიიდან უკან გადადგმული ნაბიჯიო“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებაში უნდა ჩამოყალიბდეს.

 

„ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა, შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა, თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს-წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს. თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ადამიანი რომ მოითხოვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო“, – განაცხადა სუბარმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართონ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner