logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია
- +

7 აპრილი. 2021. 23:31

 

„ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არის თავად მის ხელში. ასე იყო აქამდეც, დღესაც და ხვალაც“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მმართველი პარტია ოპონენტებს ახსენებს, რომ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში „ქართული ოცნება“ ვალდებულებას იღებდა მოემზადებინა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეს შეეხებოდა.

 

„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ამ მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად ამნისტია გამოგვეცხადებინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner