logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: გამორიცხული არ არის, ამ განცხადებების გამო, სერგი კაპანაძე ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს
- +

9 აპრილი. 2021. 17:52

 

 

„საინტერესოა, გენერლებს, რომლებიც ახლა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში" არიან, რა აზრი აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, კასეტური ბომბების გამოყენების თაობაზე სერგი კაპანაძისა და დავით დარჩიაშვილის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

 

„გამორიცხული არ არის ეს პირები, ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს. უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთ უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჰააგაშიც და ყველა საერთაშორისო დონეზე დავიცავთ, თუმცა ის, რასაც ესენი შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობენ, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა - „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner