logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპონენტები ღონისძიებაზე არ გამოცხადდნენ, ყველაზე სიმბოლური დიაგნოზია, რაც ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში ხდება
- +

9 აპრილი. 2021. 23:32

 

 

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ღონისძიებაზე არ გამოცხადდნენ, ყველაზე სიმბოლური დიაგნოზია, რაც ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში ხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

 

„ეს არის მიზეზიც და შედეგიც, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო 5-6 თვე, ჩვენი ოპონენტები არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივს არ სცემენ, ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირებას.

ჩვენი ოპონენტები ფარისევლულად გამოთქვამენ წუხილს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა უწევთ უცხოელი ფასილიტატორების მეშვეობით და არა საქართველოს პრეზიდენტის თანადგომოთ, რაც იქნებოდა უფრო ორგანული და ბუნებრივი. ის, რომ ისინი დღეს პრეზიდენტის მოწვევის მიუხედავად, არ იყვნენ ამ ღონისძიებაზე, არის სწორედ ამისი ერთ-ერთი მტკიცებულება. პირველ რიგში, მათ პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner