logo_geo
eng_logo
სერგი კაპანაძემ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო დატოვა
- +

10 აპრილი. 2021. 16:42

 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ, პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის დღევანდელ ყრილობაზე, როგორც რიგითი მხარდამჭერი იმყოფებოდა.

 

„უარი ვთქვი თანამდებობაზე, გენმდივნობაზე და ა.შ. აღარ ვიქნები პოლიტიკური საბჭოს წვერი, მისული ვიყავი ყრილობაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“ რიგითი მხარდამჭერი. ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში დარჩნენ და რომლებიც ამ პარტიას მომავალ საარჩევნო ციკლში წაუძღვებიან“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

კითხვას, ტოვებს თუ არა ის „ევროპულ საქართველოს“, კაპანაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.

 

„რაც გითხარი, ეს არის ჩემი კომენტარი, ამის იქით არც ერთი სიტყვა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს, „ევროპული საქართველო“ დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დატოვეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner