logo_geo
eng_logo
რასა იუკნევიჩენე: აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას საქართველოსთვის
- +

10 აპრილი. 2021. 17:54

 

„აუცილებელია NATO-ს 2008 წლის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას უკრაინისა და საქართველოსთვის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა მოქმედების დროა.

 

„პუტინის შეკავება შესაძლებელია. აუცილებელია NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი უსაფრთხოების ვაკუუმს იყენებს, ატერორებს მეზობლებს და ყველა დემოკრატიას“, – წერს ევროპარლამენტარი მიკრობლოგ „ტვიტერში.“

 

NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა სამომავლოდ NATO-ს წევრები გახდებიან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner