logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი, რომელიც მას რადიკალიზმში ეჯიბრებოდა
- +

10 აპრილი. 2021. 18:08

 

„ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ფილიალი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრებოდა მუდამ“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ თავისი ინდივიდუალიზმი არ გააჩნია.

 

„ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ფილიალი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრებოდა მუდამ. არცერთი ახალი წინადადება არ გააჩნდათ ამ პიროვნებებს იმისგან განსხვავებული, რაც „ნაცმოძრაობაში“ ყოფნის დროს ჰქონდათ. გიგი უგულავას პოზიციები, თუ ერთ-ორ შემოძახილს არ ჩავთვლით, ძირითადად რჩება და ყოველთვის იყო იმ სადისტური მმართველობის ფორმატის შესაბამისი, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, ვერც იმას გეტყვით, რომ გიგა ბოკერია ამ ფორმატს დაცილდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა, ლევან თარხნიშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner