logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიხსენებთ სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლს და საქართველოს უდიდეს მეგობარს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის
- +

10 აპრილი. 2021. 18:19

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პოლონეთში სმოლენსკის ტრაგედიის 11 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

„ვიხსენებთ სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლს და საქართველოს უდიდეს მეგობარსა და მხარდამჭერს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე „ტვიტერში“.

 

პოლონეთის „ტუ-154“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ტრაგედიას 96 ადამიანი, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად, ცნობილი პოლიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner