logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
- +

10 აპრილი. 2021. 19:15

 

11 თვიანი პაუზის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს ელჩის რანგში თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი2“-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაუდასტურა.

 

„ახლა იმის დრო არაა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიურად და როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს ძალზედ ბევრი გამოწვევა აქვს.

 

„ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარია მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინიც გაგებით მოეკიდნენ ვფიქრობ, იმ ნაბიჯს რომელიც ჩვენ გადავდგით და შევეცადეთ არ დაგვეძაბა ორმხრივი ურთიერთობები. დადგა დრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამომდინარე 11 თვიდან რა ზარალიც მოგვადგა ორივე მხარეს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

2020 წლის 7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner