logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნებს წარმოადგენს პრეზიდენტი მიშელი ბრიუსელში
- +

12 აპრილი. 2021. 12:28

 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი გუშინ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.

 

„ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნებს წარმოადგენს პრეზიდენტი მიშელი ბრიუსელში. ამ დისკუსიების თემას კი ძირითადად განსაზღვრას ის ფაქტორი, თუ რა დასკვნა გამოიტანა სხვადასხვა მხარემ მეორე რაუნდის შემდეგ“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner