logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედებისთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს, მათთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო მატერიალური სარგებელი
- +

12 აპრილი. 2021. 19:29

 

„ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედებისთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს, მათთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო მატერიალური სარგებელი, სარგებელს ვეღარ იღებენ და საქართველოს მოქალაქეობა აღარაფერში სჭირდებათ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

ანრი ოხანაშვილი ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნას გამოეხმაურა.

 

მისი შეფასებით, ადეიშვილს სამართალწარმოებისთვის თავის დაღწევა სურს.

 

„რაც შეეხება ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედების კონკრეტულ აქციას, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ, რომ ეს ხალხი არის უსამშობლო ხალხი. მათთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს. მათთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო მატერიალური სარგებელი. თუ მოქალაქეობიდან და საქართველოში ყოფნიდან სარგებელს იღებდნენ, ახლა ამ სარგებელს ვეღარ იღებენ და მათ საქართველოს მოქალაქეობა აღარაფერში სჭირდებათ, რაც მარტივი დასანახია, თუმცა ეს არის იმ მძიმე დანაშაულების ირიბი აღიარება, რაც ამ პირებს უკვე დადასტურებული სახით აქვთ, თუნდაც, ადეიშვილს. თუ მას სამართალწარმოებისთვის თავის დაღწევა არ სურს, რატომ შეიძლება ამბობდეს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე – მათთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს, მათი მიზანია, როგორმე სამართალწარმოების პროცესს თავი დააღწიონ. ვიცით, რომ ამ ფორმით სამართალწარმოების პროცესისთვის თავის დაღწევა ვერ მოხდება, რადგან სამართლებრივი ბერკეტები არსებობს. თუ მათ არგუმენტი აქვთ, რომ საქართველოს სასამართლოს არ აღიარებენ, მაშინ არსებობს გზა სტრასბურგისკენ. თუ მიაჩნიათ, რომ მათი უფლება რაიმე ფორმით დაირღვა, მიმართონ, მაგრამ მარტივი გზა მონახეს იმისთვის, რომ მათთვის სამშობლო არაფერს ნიშნავს, მათთვის ქვეყანა სარგებელთან ასოცირდება. როცა ამას ვეღარ ნახულობენ, როგორც უსამშობლო ხალხს სჩვევია, მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner