logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში დარჩეს
- +

13 აპრილი. 2021. 11:38

 

 

„თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში დარჩეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კითხვები მელიას პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით ოპოზიციას ეკუთვნის, რადგან სწორედ ისინი ცდილობენ, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად გამოიყენონ.

 

მაჭარაშვილის თქმით, სასამართლო დღეს მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ხოლო მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესზე პოლიტიკოსების მხრიდან წინასწარ კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება, რადგან სწორედ ეს იქნება მართლმსაჯულების პოლიტიზირება.

 

„ეს კითხვები ეკუთვნის ოპოზიციას, თავად ნიკა მელიას და მის ადვოკატებს, რომლებიც ასე თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი როგორმე დარჩეს ციხეში, ამას არც მალავენ. ოპოზიცია მოუწოდებს ნიკა მელიას არ გადაიხადოს გირაო და არ დატოვოს საპყრობილე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ეს პროცესი მათ უნდათ გამოიყენონ პოლიტიკურად. მგონი ეს ცხადია და ეს კითხვები მგონი უფრო მეტად მათ ეკუთვნით. რაც შეეხება რა მოლაპარაკებები იმართებოდა გუნდში, მინდა გითხრათ, რომ გუნდში კონსულტაციები იმართებოდა იქამდე, სანამ ნიკა მელიას იმუნიტეტის საკითხი იხილებოდა. ეს ბუნებრივია, რომ ასეთ დროს გუნდში კონსულტაციები იმართებოდა, რადგან ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობდით გუნდში იქნებოდა თუ არა მართებული იმუნიტეტის შეჩერება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner