logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა არსებობდეს, ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ
- +

13 აპრილი. 2021. 14:25

 

 

„პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა არსებობდეს, ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ“, – ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შორის განსხვავებულობის მიუხედავად, ქვეყანაში ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს.

 

„საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ვერაფრით დაამტკიცეს. როცა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენ, ხომ უნდა მიხვდე, რომ შენმა პარტნიორებმა, არჩევნების მსაჯულებმა აღიარეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ქვეყნის წინაშე საკუთარ თავს პასუხისმგებლად ხომ უნდა გრძნობდე?! როცა ინსტიტუციებმა თქვეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, საპირისპირო ნაბიჯები ხომ უნდა გადადგა?! პირველად მოხდა, რომ 60 ოპოზიციონერი პარლამენტის წევრი გახდა. მათი პოლიტიკური გზავნილები ხანდახან მესმის, უნდათ, თავიანთი მოწინააღმდეგე მონსტრად წარმოაჩინონ, მაგრამ საუბარი უნდა იყოს ფაქტებით.

 

მოლაპარაკებაზე უარი არასოდეს გვითქვამს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. რაც არ უნდა განსხვავებულები ვიყოთ, ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს. პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა არსებობდეს. ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. კვლევებიც აჩვენებს, რომ საზოგადოება დაიღალა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner