logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ნიკა მელიას დღესაც შეუძლია გადაიხადოს გირაო, შემდეგ მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, სადაც ამინისტირებული იქნება 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა პირი
- +

14 აპრილი. 2021. 11:29

 

 

„ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკურ კეკლუცობას თავი უნდა დაანებონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესაც შეუძლია საპატიმრო დატოვოს.

 

„ნიკა მელიას დღესაც შეუძლია გადაიხადოს გირაოს თანხა და დატოვოს საპატიმრო, რომლის შემდგომაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, სადაც ამინისტირებული იქნება 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის ნიკანორ მელია და ამით ეს საკითხი დაიხურება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

 

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner